“რაც შეეხება ე.წ კონტრაქციას, ეს მესიჯბოქსია, რომელიც დაალაგეს ნაცმოძრაობის წარმომადგენლებმა. არავითარი კონტრაქცია ეს არ არის, ეს არის შემაჯამებელი აქცია, რაც შეეხება ე.წ კონტრაქციას, მარტივად რომ გითხრათ, რამდენი კაციც ჰყავდათ მათ შეკრებილი აქციაზე, იმდენი მარტო მძღოლი გვჭირდება, რომ ჩამოვიყვანოთ თბილისში. ახლა თქვენ შეგიძლიათ განსაჯოთ, ეს არის კონტრაქცია, თუ ეს არის ნამდვილი რეალური აქცია, რომლის მიზანია ხალხისთვის ძალის კიდევ ერთხელ ჩვენება”

განაცხადა ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ. ცნობისთვის, 27 ოქტომბერს ხელისუფლება აქციის ჩატარებას გეგმავს.