არ მაქვს საფუძველი, რომ სანქციებს ველოდებოდე, გამოირიცხა მღელვარებაც – სანიკიძე

უმრავლესობის დეპუტატი ვიქტორ სანიკიძე ამბობს, რომ სანქციების მოლოდინი არ აქვს.

“არ მაქვს საფუძველი, რომ სანქციებს ველოდებოდე. აქედან გამომდინარე, გამოირიცხა მღელვარებაც. დამშვიდებამდე უნდა ღელავდე, რა ინფორმაცია გაქვთ, რომ ღელავდა უმრავლესობა? მე არ მაქვს საფუძველი, რომ სანქციებს ველოდებოდე, არანაირი სანქციები ჩემამდე არ მოსულა, აქედან გამომდინარე, გამოირიცხა ეს მღელვარებაც,”- განაცხადა სანიკიძემ.

ის ნიკა მელიას დაკავებასაც ეხმიანება და ამბობს, რომ მელია პოლიტპატიმარი არ არის.

“რანაირად არის პოლიტიკური პატიმარი, როცა გირაოს გადახდაზეა საუბარი და თვითონ არ იხდის, რანაირად შეიძლება დავარქვათ პოლიტიკური პატიმარი? მაგალითისთვის შემიძლია გითხრათ კონგრესმენის დაკავებასთან მიმართებით – იმ ადამიანს, რომ ჰქონოდა გირაო შეფარდებული, დარწმუნებული ვარ, გადაიხდიდა და გარეთ იქნებოდა,“ – განაცხადა სანიკიძემ.