რას ითხოვს თურქეთი, NATO-ში ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანების მხარდაჭერის სანაცვლოდ

Bloomberg-ი ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ თურქეთი, NATO-ში ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანების მხარდაჭერის სანაცვლოდ  ამ ქვეყნებისგან ქურთული ორგანიზაციების დაგმობას და ამერიკული გამანადგურებლების, F 35- ის პროგრამაში დაბრუნებას მოითხოვს.

NATO-ს წევრი ქვეყნები, ქურთისტანის მუშათა პარტიას ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებენ, ვითარება სირიული ფრთის შემთხვევაში განსხვავებულია. ქურდისტანის მუშათა პარტიის სირიული ფრთა სირიის სამოქალაქო ომის წლებში ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლაში ქურთული დანაყოფები დასავლეთის მთავარი მოკავშირეები იყვნენ. სწორედ ამას გულისხმობს თურქეთი და მოითხოვს ფინეთისა და შვედეთსგან, საჯაროდ დაგმონ როგორც ქურდისტანის მუშათა პარტია არამედ, სხვა ქურთული ორგანიზაციებიც.

თურქეთი ასევე ხაზგასმით აღნიშნავს და მოითხოვს, ნატოში ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანების მხარდაჭერის სანაცვლოდ აშშ-მ დააუბრუნოს F-35-ის ტიპის გამანადგურებლების პროგრამაში.

თურქეთმა ასევე მოითხოვა, 2019 წელს სირიაში დაწყებული სამხედრო ოპერაციის გამო შეიარღების მიწოდებაზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნა რომელიც ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებმა დაუწესა.

ნატოში ახალი წევრების მიღებისთვის საჭიროა კონსენსუსი NATO-ს ყველა წევრი სახელმწიფოს თანხმობა, წინააღმდეგ შემთხვევაში ახალი წევრის მიღება ვერ მოხერხდება. ფინეთი და შვედეთი ალიანსის ოფიციალური წევრები ვერ გახდებიან მანამ სანამ თურქეთი პპოზიციას არ შეიცვლის.