რატომაა გატრუნული? დებატებში გიწვევთო და დამალულია – ელისაშვილი კობახიძეს

დებატებში გიწვევო და დამალულია, სადღაც სოროში, რა მაგარი ბიჭია! – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა.

„რატომაა გატრუნული? რომ გვითხრა გიწვევთო, მერე რა ქნა? სად წავიდა? კრიზისის დროს დებატები აღვივებს და ამწვავებს კრიზისს, მაგრამ წმინდა საქმეა წინასაარჩევნოდ იყოს დებატები, რადგან საზოგადოებას ინფორმირებული არჩევანის გაკეთების საშუალება ჰქონდეს. დებატებში გიწვევო და დამალულია, სადღაც სოროში, რა მაგარი ბიჭია!“, – განაცხადა ელისაშვილმა