რატომ არის მნიშვნელოვანი საქართველოსთვის ფინეთის და შვედეთის ნატოში გაწევრიანება

რონდელის ფონდის მკვლევარი, ზურა ბატიაშვილი განმარტავს, რატომ არის მნიშვნელოვანი შვედეთის და ფინეთის ნატოში გაწევრიანება, რომლებმაც ჩრდილო ატლანტიკურ ორგანიზაციასთან შეერთება უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ გადაწყვიტეს. დღეს კი ეს გადაწყვეტილებები ორივე ქვეყანაში უკვე უმაღლეს სახელისუფლო დონეზეა მიღებული:
ექსპერტის აზრით:
  • მოხდება დასავლეთის კიდევ უფრო კონსოლიდაცია, რაც ჩვენ ძალიან გვჭირდება;
  • გაძლიერდება თავად ნატო, რადგან შვედეთსა და ფინეთს ძლიერი ჯარი ჰყავთ;
  • რადგან კრემლი ნატოს საფრთხედ აღიქვამს, რუსეთის ყურადღება კიდევ უფრო გაიფანტება ბევრ მიმართულებაზე;
  • რუსეთს (თუ უკრაინასთან ომისა და სანქციების შემდეგ ამის თავი კიდევ ექნება) მოუწევს დიდი ეკონომიკური და სამხედრო რესურსის ხარჯვა ფინეთთან საზღვრის გამაგრების მიზნით;
  • ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანება გვიჩვენებს, რომ ნატოს გაფართოების პროცესი არ დასრულებულა და მას გაგრძელება ექნება;
  • დასავლეთში აუცილებლად დადგება კითხვა – “ვინ იქნება შემდეგი?” და აქ უნდა ვივარგოთ. ეგაა ჩვენი შანსი;
  • რადგან თავად ფინეთი უკვე ნატოს წევრი იქნება, საქართველოში დასრულდება ე.წ. “ფინეთიზაციიის” თემით მანიპულაცია, რომელსაც კრემლის დავალებით დიდი ხნის განმავლობაში გვტენიდნენ აქაური სამშობლოს გამყიდველები.
ასე, რომ ძალიან კარგია ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანება ჩვენთვის და არამარტო ჩვენთვის!მხოლოდ ძლიერ და კონსოლიდირებულ დასავლეთს შეუძლია ბოროტების იმპერიის ბოლომდე დამარცხება და ეს პროცესი დაწყებულია– ამბობს ზურა ბატიაშვილი.