რატომ გაუშვეს სამსახურიდან ირაკლი ბაღდავაძე – მერიის განმარტება

თბილისის მერია განმარტავს, რატომ გაათავისუფლეს სამსახურიდან დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი ირაკლი ბაღდავაძე.

უწყების მტკიცებით, ბაღდავაძე თანამშრომლების დაპირისპირებისა და მათზე მუქარის გამო, ასევე, უკანონოდ გაფიცვის ორგანიზებისთვის გათავისუფლდა.

“თბილსერვის ჯგუფის მიერ ჩატარებული შიდასამსახურებრივი მოკვლევის საფუძველზე დადგენილია ირაკლი ბაღდავაძის მიერ ზემოთაღნიშნული დარღვევების ჩადენის ფაქტები რის გამოც მოხდა მისი სამსახურიდან გათავისუფლება”, – წერია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თბილისის მერიის კრიტიკის შემდეგ, ბაღდავაძე სამსახურიდან დღეს გაუშვეს. მისი თქმით, მშრალ შიმშილობას იწყებს.