რატომ გაძვირდა პასპორტი და ID ბარათი – იუსტიციის მინისტრის განმარტება

იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე განმარტავს, თუ რატომ გაძვირდა სახელმწიფო სერვისები მომსახურება. ამის შესახებ ბრეგაძემ, TV იმედის ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ იუსტიციის სახლი და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო მეტწილად მათ მიერ მიღებულ შემოსავლებზეა დამოკიდებული.

”იუსტიციის სახლი და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო მეტწილად დამოკიდებულები არიან მათ მიერ მიღებულ შემოსავლებზე და ამ თანხის დიდი ნაწილი მიემართება ხელფასების გათანაბრებაზე თბილისში მომუშავე და რეგიონებში მომუშავე თანამშრომლებს შორის, ეს ის ხალხია, რომელიც ჩვენს მოსახლეობას სრული კეთილგანწყობით ემსახურება ყოველდღიურ რეჟიმში” – ამბობს რატი ბრეგაძე.