რატომ ინფიცირდებიან ვაქცინის გაკეთების შემდეგ – ბიძინა კულუმბეგოვის განმარტება

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ, ვირუსით ინფიცირების, არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა რამაც მოქალაქეებში, ვაქცინის ეფექტურობაში დააეჭვა. აღსანიშნავი ფაქტია რომ ვაქცინა ადამიანს ინფიცირებისგან კი არ იცავს, არამედ იცავს შემდგომი გართულებებისგან რომელიც ამ ვირუსს ახლავს თან.  ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა „პრაიმტაიმთან“ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ვაქცინა ადამიანს ვირუსის მსუბუქი ფორმით გადატანაში ეხმარება.

„ვაქცინის გაკეთებიდან ადამიანების დაცვის ხარისხი “ასტრაზენეკას“ ვაქცინის შემთხვევაში, მით უმეტეს, ბრიტანული შტამის დაავადებისას 50%-ს არ აღემატება. მაგრამ მეორე 50% მძიმედ არ ავადობს და არ გარდაიცვლება, 1 დოზითაც ადამიანი დაცულია, მაგრამ მეორე დოზით დაცულობის ხარისხი ერთი ორმაგად ძლიერდება. ვაქცინის მიზანია, ადამიანის დაცვა მძიმე დაავადებისგან და სიკვდილისგან და არა უბრალოდ სურდოს განვითარებისგან. ვაქცინაცია მსუბუქი დაავადებისგან 100%-ით ვერ იცავს. ვერც “ფაიზერი“, “მოდერნა“, “ასტრაზენეკა“, ვაქცინამ უნდა შეასრულოს თავისი დავალება, როგორც გრიპის ვაქცინამ“, – ამბობს კულუმბეგოვი.