რატომ მართავენ ამ პრაიდს, ვერ ვხვდები უბრალოდ – ელისაშვილი

პარლამენტის წევრს, პარტია “მოქალაქეების” ლიდერს, ალეკო ელისაშვილს არ ესმის, რატომ იმართება ღირსების მარში.

“რატომ მართავენ ამ პრაიდს, რომელსაც სიძულვილის, ზიზღის ტალღის აგორების და პრორუსული ძალების გამოცოცხლების გარდა არაფერი შედეგი არ აქვს, ამას ვერ ვხვდები უბრალოდ”, – ამბობს ელისაშვილი.

ჟურნალისტების კითხვაზე, მისაღებია თუ არა მისთვის პრადი, ის პასუხობს, რომ არა.

მანვე აღნიშნა, რომ “ძალიან კარგი იქნება, თავს თუ შეიკავებენ ხოლმე [ჩატარებისგან]”.

ცნობისთვის, პირველი ივლიდან 5 ივლისის ჩათვლით თბილისში პრაიდის კვირეული ჩატარდება. დასკვნითი ღონისძიება 5 ივლისს ღირსების მარში იქნება.