რატომ ფაიზერი? მეუღლე სინოფარმით აიცრა, გვინდა, შევეჯიბროთ – ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტა, რატომ აიცრა Pfizer-ის ვაქცინით. მისი თქმით, მეუღლეს შეეჯიბრება იმუნიტეტის სიძლიერეში.

“რატომ ფაიზერი? ჩემი მეუღლე აიცრა სინოფარმის ვაქცინით. ახლა გვინდა, რომ შეჯიბრი გავაკეთოთ სახლში, რომელს უფრო ძლიერი იმუნიტეტი ექნება. ყველა ოჯახის წევრი აცრილი მყავს. ასე რომ, კიდევ ერთხელ მოსახლეობას ვეუბნები, რომ აცრა არის აბსოლუტურად უსაფრთხო”,– თქვა პრემიერმა ვაქცინის გაკეთების შემდეგ.