“იცით, მე რაზე ვწუხვარ, ხატია დეკანოიძე ნაციონალური მოძრაობიდან რომ გავიდა, რიტორიკა შეცვალა და ზუსტად იმ რიტორიკით ალაპარაკდა, როგორც ქოცები, ირაკლი კობახიძე, POSTV და TV იმედი ლაპარაკობენ […] ის პარლამენტში ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებმა შეიყვანეს და ჰკითხეთ აბა იმ ხალხს, მოსწონთ ხატია დეკანოიძისა და ვიღაცების რიტორიკა? ეგრე არ არის […] შენი გუნდის ლანძღვა არ შეიძლება”.

აცხადებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი , პარტიის ყოფილ წევრზე, ხატია დეკანოიძეზე საუბრისას.