რაც უფრო ხშირად ისაუბრებს ღარიბაშვილი, მით უფრო დიდი სხვაობით გავიმარჯვებთ – მელია

“რაც უფრო ხშირად ისაუბრებს ღარიბაშვილი ისე, როგორც საუბრობს, მით უფრო დიდი სხვაობით გავიმარჯვებთ” – ასე პასუხობს, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მუქარებს, თბილისის მერობის კანდიდატი, ნიკა მელია და აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ხშირად უნდა იყოს ეთერებში,  რადგან რაც უფრო ისაუბრებს, მით უფრო დიდი სხვაობით გაიმარჯვებს ოპოზიცია.

“რაც უფრო მეტად გამოჩნდება ბატონი ღარიბაშვილი, რაც უფრო ხშირად ისაუბრებს ისე, როგორც საუბრობს. ის აუცილებლად ჩვენ უფრო დიდ გამარჯვებაში, უფრო დიდი სხვაობით გამარჯვებაში დახმარებას გაგვიწევს და შეგვეხიდება. ამიტომ მეტი ირაკლი ღარიბაშვილი, მეტად პირდაპირ ეთერში ყველა არხზე. მათ რისი თქმა უნდათ, რომ არჩევითობას არ აქვს აზრი? და არ შეიძლება ესეგი არსად არასოდეს ოპოზიციამ გაიმარჯვოს?”, – თქვა ნიკა მელიამ.