რა არის ეს პრაიდი, ფლეშმობია, დემონსტრაცია, კონფრონტაციაზე არ უნდა წავიდნენ – სერგეენკო

უმრავლესობის წევრი დავით სერგეენკო ამბობს, რომ არ იცის, რა არის პრაიდი.

მისი თქმით, ღირსების მარშის ორგანიზატორები “კონფრონტაციაზე არ უნდა წავიდნენ”.

“პრაიდი რომ მკითხოთ ეხლა, ვერც განგიმარტავთ რა არის ეს პრაიდი, რაღაც ფლეშმობია, დემონსტრაცია, არ ვიცი უბრალოდ. რთული სათქმელია რა, უფლებების შეზღუდვა არ მგონია იყოს, არავინ არ უშლის იმის გაკეთებას რისთვისაც მონდომებულები და მოწოდებულები არიან ეს ხალხი. რაც შეეხება უფრო ხმამაღალ გამოხატვას, არ ვიცი, საზოგადოების სხვა ნაწილსაც უნდა შეეკითხონ ალბათ და მაინც და მაინც კონფრონტაციაზე არ უნდა წავიდნენ”, – თქვა დავით სერგეენკომ მთავართან საუბრისას.