რა გადაწყვეტილებაც არ უნდა გაფორმდეს, ეს იქნება შიშით ნაკარნახევი – მელია

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, სასამართლო მის საქმეზე შიშით ნაკარნახევ გადაწყვეტილებას მიიღებს.

მისივე თქმით, გადაწყვეტილება ქართულ ოცნებას უკვე მიღებული აქვს.

“ეს პროკურორი, რომელიც ჩემი პროკურორია, მგონი, ყველა რეზონანსულ საქმეზე ეს ქალბატონო იყო. ერთ–ერთი ტაბელური პროკურორია ნებისმიერ შემთხვევაში, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა გაფორმდეს, მიიღონ არა, გადაწყვეტილებას იღებენ როცა მსჯელობენ, უბრალოდ გააფორმებენ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ქართულმა ოცნებამ პოლიტიკურად უკვე მიიღო. ორივე შემთხვევაში ეს იქნება შიშით ნაკარნახევი. გადაწყვეტილება იქნება ორი. ერთი მურუსიძის სასამართლოს გააფორმებინებენ პატიმრობას, რომელიც იქნება შიშით ნაკარნახევი. მეორე შემთხვევაში, არდაპატიმრებაც, ასევე, შიშით ნაკარნახევი იქნება. შიში რას გააკეთებინებს დღეს ქართულ ოცნებას, ეს დავლოდოთ და ვნახოთ”, — განაცხადა ნიკა მელიამ.