რა გავლენა იქონია პანდემიამ ონლაინ გაყიდვების ბაზარზე?

გაიხსენეთ რა იყო პირველი, რასაც ბავშობაში აკეთებდით, როდესაც ავად ხდებოდით და სახლში გიწევდათ დარჩენა? აკეთებდით ყველაფერს, რისი გაკეთებაც მოგინდებოდათ. რა თქმა უნდა, შესაძლებლობის ფარგლებში იქნებოდა ეს ვიდეო თამაშებით გართობა, წიგნის კითხვა, თუ ფილმების ყურება. არამც და არამც არ გააკეთებდით საშინაო დავალებას (იშვიათი გამონაკლისების გარდა), რადგან თქვენ გქონდათ თავისუფალი დრო, რომელიც ნებისმიერ ასაკში იმდენად ძვირფასია, რომ მისი გამოყენება რუტინული ვალდებულებების შესასრულებლად მეტად არაპოპულარულია.

თანამედროვე ეპოქაშიც დადგა მომენტი, როდესაც პლანეტის მოსახლეობა პანდემიური ვირუსის გამო გახდა „ავად“. მოსალოდნელი ავადობის თავიდან ასაცილებლად და ვირუსის გავრცელების შესაფერხებლად, არც თუ მცირე ხნით აუცილებელი გახდა სახლში დარჩენა. ადამიანებს გაუჩნდათ თავისუფალი დრო, მაგრამ რეგულაციების გამო ამ დროის უმეტესი ნაწილი სახლში გაატარეს. ჰოდა ადამიანებს მიეცათ იდეალური საშუალება მცირე დროით საკუთარ ბავშვობაში დაბრუნების და საუკეთესო წარსული გამოცდილების, რეალურ დროში გადმოსათამაშებლად. ზოგს საერთოდ დატვირთული გრაფიკის მოშლის შედეგად, საკუთარ ბავშვებთან დაბრუნების შანსიც კი მიეცათ.

როგორ შეცვალა პანდემიამ ადამიანთა ქცევა?

რას აკეთებს სახლში გამოკეტილი ადამიანი? რა თქმა უნდა ჯიუტად ცდილობს მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად ალტერნატიული გზების გამონახვას. ამ გზებს მივყავართ ონლაინ გაყიდვების ბაზრამდე, რომელიც პანდემიურ პერიოდში ყველაზე მოთხოვნად და განვითარებად სფეროდ იქცა. თუ კი ადამიანი ყველაზე მეტ ფულს აქამდე ტანისამოსის შესაძენად ხარჯავდა, პანდემიის პირობებში მას ამ ქცევით თავის მოწონების საშუალება უბრალოდ შეეზღუდა და შესაბამისად პრიორიტეტებში სერიოზული გადანაცვლება მოხდა. თუ გადავხედავთ სტატისტიკურ მონაცემებს ბრენდების შესახებ აღმოაჩენთ, რომ ყველაზე მზარდი ის ბრენდები გახდნენ, რომლებიც ასეთ პირობებში მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებულ პროდუქტსა თუ მომსახურებას აწარმოებდნენ. ასეთ საჭიროებებში კი წამყვან ადგილს მიწოდების სერვისი და ისეთი პროდუქტები იკავებენ, როგორიც არის ტექნიკა, რომლის გაყიდვები საგრძნობლად გაიზარდა. ასევე წარმოუდგენლად დიდი მოთხოვნა გაჩნდა სარემონტო მასალებსა და ინსტრუმენტებზე. მიზნები, რომლებზეც ადამიანები ფულის დახარჯვას აპირებდნენ, როგორიცაა მოგზაურობა და შოპინგი, ახლა უკვე არარელევანტური გახდა და გამოთავისუფლებული ფულადი სახსრების მიმართვა სხვა მიმართულებით გახდა შესაძლებელი. ამას ყველანი მარტივად შეამჩნევდით, თუნდაც იმით, რომ ყველაზე წყნარი სახლიდან, რომელიც თქვენს მეზობლად მდებარეობდა, ახლა უკვე ყველაზე ხშირად გამოდიოდა სხვადასხვა ინსტრუმენტების შემაწუხებელი ხმაური.

გამოწვევა თუ შესაძლებლობა?

დაუჯერებელია რომელიმე ბიზნეს სუბიექტს მსგავსი სცენარის განვითარება წარმოდგენილი ჰქონოდა. ფილმები, რომლებსაც ადრე ფანტასტიკის ჟანრში ვეძებდით, ახლა ჩვენი რეალობის ამსახველ კადრებად იქცა. უამრავი კომპანია უბრალოდ არ აღმოჩნდა მზად ახალი  გამოწვევებისთვის. მათ ვერ შეძლეს სწრაფად გადაწყობა თამაშის ახალ წესებზე. უმრავლესობა მათგანი მოლოდინის რეჟიმში ჩადგა. ჩათვალეს, რომ გამოსავალი პანდემიის დასრულებაში იყო და მათ დიდად არაფრის შეცვლა არ შეეძლოთ. საბედნიეროდ აღმოჩნდნენ ისეთი კომპანიებიც, რომლებმაც გამოწვევა შესაძლებლობად აღიქვეს და ეს შესაძლებლობა რეალობად აქციეს. მათ რიცხვს განეკუთვნება Holst.ge, რომელიც პირველი ონლაინ ჰიპერმარკეტია ქართულ სივრცეში, სადაც მომხმარებლებს ნებისმიერი სასოფლო-სამეურნეო, თუ სახლისათვის განკუთვნილი ინსტრუმენტების შეძენის შესაძლებლობა აქვთ ადგილზე მიტანით.

რატომ ონლაინ მაღაზია Holst.ge?

ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად საუკეთესო გამოსავალი ონლაინ მაღაზიის ვებ გვერდზე შესვლა იქნებოდა, თუმცა თუ თქვენ გსურთ უკვე იქ შესულს გარკვეული ინფორმაცია გქონდეთ იმასთან დაკავშირებით  რა შეიძლება დაგხვდეთ და რას უნდა ელოდოთ, სტატიის მიზანიც სწორედ მსგავსი ინტერესის დაკმაყოფილებაა.

ონლაინ მაღაზია გთავაზობთ მსოფლიოში ისეთ ცნობილი ბრენდების პროდუქციას, როგორიცაა:

  • DEWALT
  • STANLEY
  • CROWN
  • SCHPINDEL
  • TOLSEN
  • LINUS

აღნიშნულ ონლაინ მაღაზიაში მომხმარებელს შესაძლებლობა აქვთ შეიძინონ:

  • როგორც პროფესიონალური, ასევე სამოყვარულო დონის ელექტრო ინსტრუმენტები
  • ხელის ინსტრუმენტები
  • სანტექნიკა და გათბობის სისტემები
  • მაღალი ხარისხის განათების სისტემები
  • სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია
  • მცენარეთა მოვლის საშუალებები
  • ბაღის მოვლის საშუალებები

ონლაინ მაღაზია ზემოთ აღნიშნული ბრენდების ოფიციალური შემომტანია. მათი მიწოდება კი მთელი ქვეყნის მასშტაბით შეუფერხებლად ხორციელდება და რაც მთავარია პრდუქციას აქვს საგარანტიო ვადა, რომელიც მომხმარებლს გაუთვალისწინებელი შემთხვევებისგან უფრო მეტად დაზღვეულს ხდის.

დეტალური ინფორმაციისათვის ქვემოთ განვიხილავთ პროდუქციას, კერძოდ, შედუღების აპარატს, რომელიც მომხმარებლებში დიდ მოწონებას იმსახურებს.

რაში გვჭირდება შედუღების აპარატი?

21-ე საუკუნის ყველაზე თვალსაჩინო არქიტექტურული შედევრების უმეტესობა ლითონის კონსტრუქციებით არის აწყობილი, ხოლო კარგი შედუღების აპარატის გარეშე მსგავსი შედევრების შექმნა წარმოუდგენელია. ფართო გამოყენება აქვს ასევე სამრეწველო ინდუსტრიაში. შედუღების აპარატი ძირითადად ლითონის ნაწილების ერთმანეთთან შედუღებისა და მათი ჭრისთვის გამოიყენება. მოცემული ინსტრუმენტის გამოყენება, მხოლოდ პროფესიონალთა ხვედრი როდია. მისი გამოყენება საყოფაცხოვრებო დონეზეც შესაძლებელია. არ არის აუცილებელი იყოთ პროფესიონალი, რომ მსგავსი აპარატის გამოყენება შეძლოთ. მთავარია პრაქტიკა და საბაზისო უსაფრთხოების ნორმების დაცვა. ონლაინ მაღაზია Holst.ge მომხმარებელს სთავაზობს, როგორც პროფესიონალურ, ასევე სამოყვარულო დონის შედუღების აპარატებს.

რა უნდა ვიცოდეთ შედუღების აპარატის შეძენისას?

პირველ რიგში სანამ ამ ინსტრუმენტის შეძენას გადაწყვეტთ მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, თუ რა სახის სამუშაოს შესასრულებლად გჭირდებათ იგი და რა სიმძლავრე დაგჭირდებათ ამისათვის. სწორი არჩევანის გასაკეთებლად ასევე მნიშვნელოვანია მთელი რიგი ფაქტორების გათვალისწინება:

  • სიმძლავრე
  • წონა
  • ელექტროდის ზომა

სიმძლავრე

რაც უფრო მძლავრია სვარკის აპარატი, მით უფრო დიდი მასშტაბის სამუშაოს შესრულებას შეძლებთ. ამდენად მნიშვნელოვანია ზუსტად შეუსაბამოთ თქვენი სამუშაოს მოცულობა აპარატის სიმძლავრეს. დიდი სიმძლავრის აპარატი მეტალის გაჭრის შესაძლებლობასაც მოგცემთ. შედუღების აპარატის საშუალო სიმძლავრე 180 ამპერია. უფრო დაბალი სიმძლავრე  სამოყვარულო დონედ ითვლება.

წონა

ნებისმიერი ინსტრუმენტი რომელიც მცირე წონით გამოირჩევა, უფრო კომპაქტურია და მისი გამოყენებაც ბევრად მარტივია. გამონაკლისი არც შედუღების აპარატია. ამდენად თუ თქვენ სამუშაოს დიდ ტერიტორიაზე აპირებთ და აპარატის ერთი ადგილიდან მეორემდე  გადატანა ხშირად მოგიწევთ, მაშინ უმჯობესია არჩევანი შედარებით კომპაქტურ აპარატზე შეაჩეროთ.

ელექტროდის ზომა

სხვადასხვა საქმიანობის შესასრულებლად შესაძლებელია განსხვავებული ზომის ელექტროდი დაგჭირდეთ. ამდენად შეარჩიეთ ისეთი აპარატი, რომელიც ელექტროდის ზომის მხრივ შეზღუდული არ იქნება.

რა უნდა ვიცოდეთ შედუღების აპარატის გამოყენებისას?

შედუღების აპარატის გამოყენებისას მნიშვნელოვანია შემდეგი ფაქტორების გათვალისწინება:

  • უსაფრთხოება
  • ლითონის მომზადება
  • სამუშაო სივრცის მოწესრიგება

უსაფრთხოება

შედუღების აპარატთან მუშაობა განსაკუთრებით დიდ სიფრთხილეს მოითხოვს. აპარატი დიდი სიმძლავრეზე მუშაობს და დამწვრობის ალბათობაც დიდია, სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია ხელთათმანის გამოყენება. ასევე დაუშვებელია სპეციალური სათვალის გარეშე აპარატის გამოყენება. სასურველია ჩაფხუტთან ერთად პირბადის გამოყენებაც, რათა ასე უფრო მეტად იყოთ  დაცული ჰაერში წარმოქმნილი მავნე ნაწილაკებისგან. სპეციალური ფეხსაცმელი კი თქვენს დაღლილობას მინიმუმამდე შეამცირებს.

ლითონის მომზადება

თუ თქვენ გსურთ ლითონი უზუსტესად და ხარისხიანად შეადუღოთ, სანამ აპარატის გამოყენებას დაიწყებთ დარწმუნდით, რომ ლითონის ზედაპირი კარგად არის გასუფთავებული. ამისათვის გამოიყენეთ სპეციალური ჯაგრისი.

სამუშაო სივრცის მომზადება

სანამ ლითონის შედუღებას დაიწყებთ ყურადღება მიაქციეთ სივრცეს, სადაც სამუშაოების ჩატარება მოგიწევთ. მნიშვნელოვანია, რომ მოძრაობაში ხელს არ გიშლიდეთ რომელიმე ნივთი.

წარმოგიდგენთ მოდელებს, რომლებიც მომხმარებლბებში პოპულარობით სარგებლობენ:

CROWN CT33100-შედუღების აპარატი ინვენტორული 200A

  • ბრენდი – CROWN
  • პროდუქტის ტიპი – შედუღების აპარატი
  • სიმძლავრე – 200A
  • გარანტია – 1 წელი
  • კვების წყარო – 160-265V
  • ელექტროდის ზომა – 2.5-4.0mm
  • ტექნოლოგია – IGBT
  • ეფექტურობა – 0.83
  • იზოლირების დონე – F
  • მუშაობის ციკლი – 4
  • წონა (კგ) – 1

კომპლექტაცია :

  • ელექტროდის დამჭერი კაბელი
  • დამიწების კაბელი
  • დამცავი სათვალე
  • რკინის ჩოთქი

თუ თქვენ დამწყები ხართ და ავტო ფარეხისთვის მძლავრი შედუღების აპარატი გსურთ,  ეს მოდელი თქვენთვის საუკეთესო ვარიანტია. აღნიშნული მოდელი დიდ პროექტებზე არ არის გათვლილი, თუმცა 200 ამპერის სიმძლავრის საშუალებით საყოფაცხოვრებო დონეზე ნებისმიერ სამუშაოს ხარისხიანად შეასრულებს.

უპირატესობები:

  • მაღალი ხარისხი
  • ეფექტურობა
  • დამატებითი კომპლექტაცია

Schpindel შედუღების აპარატი ინვენტორული 250A

  • ბრენდი – SCHPINDEL
  • პროდუქტის ტიპი – შედუღების აპარატი
  • სიმძლავრე – 250A
  • გარანტია – 1 წელი
  • წონა (კგ) 18
  • კვების წყარო 220-240V
  • ელექტროდის ზომა 6-5.0mm
  • ტექნოლოგია IGBT
  • ეფექტურობა 6
  • იზოლირების დონე F
  • მუშაობის ციკლი 6
  • წონა(კგ) 18

კომპლექტაცია:

  • ელექტროდის დამჭერი კაბელი
  • დამიწების კაბელი
  • დამცავი სათვალე
  • რკინის ჩოთქი

დიდი პროექტები მოითხოვს დიდი სიმძლავრის შედუღების აპარატებს. 250 ამპერის სიმძლავრე სწორედ ასეთ პროექტებზეა გათვლილი. ლითონის ჭრისთვისაც კი საკმარისია. თუ თქვენ დიდი მასშტაბის სამუშაოს ჩატარება გიწევთ, აღნიშნული მოდელი  თქვენთვის საუკეთესო არჩევანია.

უპირატესობები:

  • მაღალი ხარისხი
  • სიმძლავრე
  • გამძლეობა
  • მუშაობის ციკლი

Schpindel შედუღების აპარატი ინვენტორული 200A

  • ბრენდი – SCHPINDEL
  • პროდუქტის ტიპი – შედუღების აპარატი
  • სიმძლავრე – 200A
  • გარანტია – 1 წელი
  • კვების წყარო – 220-240V
  • ელექტროდის ზომა – 6-4.0mm
  • ტექნოლოგია – IGBT
  • ეფექტურობა – 6
  • იზოლირების დონე – F
  • მუშაობის ციკლი – 6
  • წონა(კგ) – 86

კომპლექტაცია:

  • ელექტროდის დამჭერი კაბელი
  • დამიწების კაბელი
  • დამცავი სათვალე
  • რკინის ჩოთქი
  • ქეისი

გერმანული ხარისხი და გამძლეობა თქვენს ამოცანებს საიმედოდ გადაჭრის. 200 ამპერის სიმძლავრის წყალობით მოცემული მოდელი ნებისმიერ პრობლემას გადაჭრის საყოფაცხოვრებო დონეზე. თუ თქვენთვის ხარისხი და სიმძლავრე მნიშვნელოვანია, ეს მოდელი თქვენთვის საუკეთესო გამოსავალია.

უპირატესობები:

  • მაღალი ხარისხი
  • სიმძლავრე
  • კომპაქტურობა
  • გამძლეობა
  • დამატებითი კომპლექტაცია