რა გამოძიება უნდა დაიწყოს, სისულელეა, რაზე დაინტერესდეს – ყაველაშვილი ჩანაწერებზე

“რა გამოძიება უნდა დაიწყოს, სისულელეა, რაზე დაინტერესდეს “- ასე ეხმაურება, “ქართული ოცნების” დეპუტატი, მიხეილ ყაველაშვილი პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილისა და ბერა ივანიშვილის ჩანაწერებზე გამოძიების დაწყების იდეას. მისი თქმით, გაუგებარია რითი უნდა დაინტერესდეს გამოძიება.

“ყველას ეს თემა, რომელიც ვერაფრით ვერ ააგორეს, ძალით ჩაჯდა ადამიანი ციხეში, რომ გამოეწვია მსოფლიო სკანდალი იმისთვის, რომ ნახე როგორ დევნიან პოლიტიკურ მოწინააღმდეგეს. ყველაფერი ხელმოცარული აქვთ, ეხლა დაიწყებს ჩანაწერებზე საუბარი. მე მინდა, რომ ყველა ერთად დავფიქრდეთ, საზოგაოდება, რომ ეს სიკეთეს არ მოგვიტანეს. რა გამოძიება, სისულელეა. რა გამოძიება უნდა დაიწყოს, რაზე უნდა დაინტერესდეს, დამისახელეთ ერთი დევნილი, ან ახალგაზრდა, ან ნაწამები ან მოკლული, დამისახელეთ ვინც შევიწროვებული იყო, ვინც აწამეს, მანახეთ ერთი”, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.