რა ვარჯიშები დაეხმარა ანჯელინა ჯოლის ახალი ფილმისთვის სხეულის სრულყოფაში

ცოტა ხნის წინ პოტკასტ Disney — D23 Inside–ისთვის მიცემულ ინტერვიუში მსახიობმა ანჯელინა ჯოლიმ ისაუბრა ვარჯიშების უნიკალურ მეთოდზე, რომელიც ახალ ფილმში – “მარადიულნი“ მისი როლისთვის მოსამზადებლად გამოიყენა. Marvel–ის სენსაციურ პროექტში ჯოლი ელიტარულ მებრძოლს, ფინას თამაშობს, რომელიც მრავალი ზეძალის მფლობელია – სუპერსიჩქარე, ძალა და ამტანობა, ასევე ენერგიის დახმარებით ნებისმიერი იარაღის შექმნის უნარი.

ჯოლიმ თქვა, რომ სხვა ყველა სპორტულ დატვრთვას ბალეტი ამჯობინა. ბალეტის ძელთან რეგულარული მეცადინეობა დაეხმარა არა მხოლოდ სასურველი ფიზიკური ფორმის მიღწევაში, არამედ მისი გმირი უფრო ქალური გახადა, რაც მის ძლიერ ხასიათს კარგად შეერწყა.

“ვუყურებდი Marvel–ის სხვა ფილმებს და აღფრთოვანებული ვიყავი, რა საოცარი შრომა გასწიეს მსახიობებმა. მაგრამ მინდოდა ჩემი გმირისთვის რაღაც ახალი შემეძინა. მინდოდა არა მხოლოდ ძლიერი, არამედ ქალურიც ყოფილიყო. ბალეტის მეცადინეობები დამეხმარა ძალის და სიმსუბუქის ჰარმონიისთვის მიმეღწია. ვცდილობდი რაც შეიძლება გრაციოზული ვყოფილიყავი“–თქვა ვარსკვლავმა პოდკასტში.

ფილმი მსოფლიო კინოგაქირავებაში გასულ კვირას გამოვიდა და უკვე 162 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო.