რა სამწუხაროა, თავისუფლების სიმბოლო რომ გვეგონა ფაშინიანი, ან ნავალნი – გვარამია

“რა სამწუხაროა, თავისუფლების სიმბოლო რომ გვეგონა ფაშინიანი, ან ნავალნი “- ამის შესახებ, “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს. განცხადებაში გვარამია აღნიშნავს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ორივეს მისამართით არაერთი მხარდამჭერი განცხადება აქვს გაკეთებული თუმცა ახლა როცა ის დაკავებულია, ამ დრომდე არ გამოხმაურებიან სააკაშვილის პატიმრობას.

”ყველაფერი ყალბი ადრე თუ გვიან გამოაშკარავდება. რა სამწუხაროა, თავისუფლების სიმბოლო რომ გვეგონა ფაშინიანი, ან ნავალნი. ერთი სიტყვა არ დაუძრავს არც ერთს მართლა თავისუფლების სიმბოლო სააკაშვილზე. არადა, ორივესთან დაკავშირებით, სააკაშვილის მხარდამჭერი განცხადებები უამრავი აქვს შემონახული ისტორიას. დიდი სირცხვილია!” – წერს ნიკა გვარამია