რა სიმპტომები ახასიათებს კორონავირუსის ინდურ შტამს – იმნაძის განმარტება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე განმარტავს, რითი განსხვავდება კორონავირუსის ინდური შტამი სხვა შტამებისგან.

“ინდურ შტამს უფრო სწრაფი გავრცელება ახასიათებს, სხვათა შორის სიმპტომატიკაც განსხვავდება. უფრო მეტი სურდო შეძლება ახასიათებდეს, ვიდრე სხვა შტამებს, პრაქტიკულად, სურდო არ ჰქონდა ხოლმე. ეს უფრო ჰგავს გრიპის მაგვარ დაავადებებს, სიმპტომატიკით შეიძლება უფრო ჰგავდეს.

ეს თავის მხრივ სახიფათოა, შეიძლება ადამიანმა ყურადღება არ მიაქციოს, განსაკუთრებით ახალგაზრდებმა, რადგან შეიძლება ვირუსი გაციების სიმპტომებით მიდიოდეს, თვითონ ახალგაზრდებისთვის, საბედნიეროდ, ჯერ კიდევ არ არის მძიმე მიმდინარეობის დამადასტურებელი ინფორმაცია, მაგრამ ეს შეიძლება მათი უფროსი ასაკის ოჯახის წევრებისთვის საბედისწერო აღმოჩნდეს“,– აცხადებს პაატა იმნაძე.

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში ინდური შტამის სავარაუდო მოცულობა 8%-ია, თუმცა დადასტურებულია 18 შემთხვევა.