რა შეზღუდვები მოიხსნება ხვალიდან – მთავრობის გადაწყვეტილება

მთავრობის გადაწყვეტილებით, ხვალიდან, პირველი თებერვლიდან:

  • ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიების და სავაჭრო ცენტრების მუშაობა. ამ ქალაქებში შაბათ-კვირას, მთელი თებერვლის განმავლობაში, არ იფუნქიცონირებს მუნიციპალური ტრანსპორტი, რესტორნები, კვების ობიექტები და მაღაზიები იმუშავებენ ისევ დისტანციურად.
  • თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში აღდგება მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები;
  • აჭარაში დაშვებული იქნება კვების ობიექტებში ღია სივრცეებში სტუმრების მიღება. კვლავ ძალაში რჩება ქორწილების, სხვადასხვა სოციალური ღონისძიებისა თუ წვეულების გამართვასთან დაკავშირებით მოქმედი აკრძალვა.
  • ხვალიდან ასევე მოიხსნება შეზღუდვები რეგულარულ ფრენებზე.

ძალაში რჩება:

  •  1 მარტამდე ქვეყნის მასშტაბით ძალაში რჩება კომენდანტის საათი 21:00 საათიდან 05:00 საათამდე.
  • ძალაში რჩება პირბადის ტარების წესი.
  • თბილისში, რუსთავასა და ქუთაისში სკოლების და საზ. ტრანსპორტისა აკრძალვა.
  • ყველა ქალაქში ღია და დახურული ბაზრობები 15 თებერვლამდე დაკეტილი რჩება.
  • ძალაში რჩება ყველა შეზღუდვა სათხილამურო კურორტებზე.
  • საბავშვო ბაღებში, პროფსასწავლებლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლების პროცესის განახლება პირველი მარტიდანაა დაგეგმილი.
  • შეზღუდული იქნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა.
  • რესტორნები და კვების ობიექტები, მათ შორის სასტუმროებში, გარდა აჭარისა, მუშაობას გააგრძელებენ არსებულ რეჟიმში – გატანა-მიტანის სერვისით.