რა შემთხვევაში ეხებოდა მელიას ამინისტა რომელზეც ხელისუფლება თანახმა იყო

პარლამენტის თავჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, “ქართული ოცნება” თანახმა იყო, ნიკა მელია, 20 ივნისის ღამეს გასამართლებულ პირთა ამინისტირებულ პირთა შორის შეეყვანათ. დასრულებული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მელიას გათავისუფლების პირობად გირაოს დაფარვა კვლავ რჩება.

“ჩვენ დავაზუსტეთ, რომ ამნისტია, რომელიც 20 ივნისის მოვლენების დროს ჩადენილ დანაშაულებს ეხებოდა, ასევე შეეხებოდა ნიკანორ მელიას, იმის გათვალისწინებით, რომ გირაო იქნებოდა გადახდილი იმის ნიშნად, რომ მეორე მხარე პატივს სცემს საქართველოში კანონის უზენაესობას, ამ შემთხვევაში ჩვენ, რა თქმა უნდა, კონსტრუქციული და კომპრომისული პოზიცია გვქონდა”, – განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, მედიატორების მიერ მომზადებული დოკუმენტი არც ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ არ მიიღო. ამინისტირების პუნქტს, არაერთი გამოხმაურება და კრიტიკა მოჰყვა, სამოქალაქო აქტივისტების მხრიდან. შეხვედრის დასრულებამდე, მედიაში გავრცელდა ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია, რაზეც მოძრაობა “სირცხვილიამ” განაცხადა, რომ ეს იყო მწვანე შუქი “ოცნებისთვის”, განცხადებაში ასევე ხაზგასმით იყო ნახსენები რომ  აქტივისტებსა და სამართალდამცავებს შორის ტოლობა მიუღებელია. ამავე პუნქტს თავად 20 ივნისის ღამეს დაზარალებული მაკო გომურიც გამოეხმაურა და დამნაშავეების დასჯა მოითხოვა და ამინისტირების პუნქტი მისთვისაც ყოვლად მიუღებელი იყო.