რეალობას არ ასახავს,მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცვლილებები მოხდა მას შემდეგ – სამადაშვილი IRI-ის კვლევაზე

”IRI-ის კვლევა დღეს რეალობას არ ასახავს, იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცვლილებები მოხდა მას შემდეგ” – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში“ „რეზიუმე“ განაცხადა.

„ამას კვლევაც არ სჭირდება, რადგან ვხედავთ ჩვენს გარშემო, რომ საზოგადოება პოლარიზებულად არის გაყოფილი. ნახევარს მიაჩნია, რომ უნდა იყოს ვადამდელი არჩევნები, შესაძლოა ნახევარს მიაჩნია, რომ არ უნდა იყოს ვადამდელი არჩევნები, მაგრამ საზოგადოების უმრავლესობას მიაჩნია, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის. როდესაც ადამიანების უმრავლესობას მიაჩნია, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის. ეს გამოკვლევა მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე კვირის წინ დასრულდა, ჩემი აზრით, დღეს, რეალობას არ ასახავს, იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცვლილებები მოხდა მას შემდეგ. ანუ, პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია გადადგა და ეს კვლევა დასრულდა 26 თებერვალს. ჩემი აზრით, დღეს, რომ ჩაატარო კვლევა, საბოლოო ჯამში, ვვარაუდობ, საერთოდ განსხვავებულ სურათს მიიღებთ.პირდაპირ, რომ ვთქვათ, პოლიტიკური ელიტა, თუ მოთამაშეები ამ კრიზისიდან ვერ გამოვდივართ, ამიტომ მივცეთ სადავეები გადაწყვეტილების უფლება ხალხს, ჩავატაროთ პლებისციტი და ხალხმა გადაწყვიტოს, ვადამდელი არჩევნები უნდა ჩატარდეს თუ – არა“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.