რეგულარულ ფრენებზე აკრძალვა 2021 წლამდე გაგრძელდა

საერთაშორისო რეგულარულ ფრენებზე აკრძალვა 2021 წლის 1 იანვრამდე გაგრძელდა. შესაბამისი ნოტამი სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ უკვე გამოსცა. უწყების ცნობით, შეზღუდვა არ ვრცელდება იმ პირდაპირ საერთაშორისო რეისებზე, რომლებიც სრულდება ან იგეგმება თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა (ICAO-ს კოდი UGTB) და შემდეგ აეროპორტებს შორის:

  • მიუნხენი (ICAO-ს კოდი EDDM);
  • პარიზი (ICAO-ს კოდი LFPG);
  • რიგა (ICAO-ს კოდი EVRA);
  • დოჰა (ICAO-ს კოდი OTHH);
  • ვარშავა (ICAO-ს კოდი EPWA);
  • ათენი (ICAO-ს კოდი LGAV);
  • ამსტერდამი (ICAO-ს კოდი EHAM);
  • ვენა (ICAO-ს კოდი LOWW);
  • ბერლინი (ICAO-ს კოდი EDDB);
  • მილანი (ICAO-ს კოდი LIME).

სააგანტოს ინფორმაციით, შეზღუდვა, ასევე, არ ვრცელდება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტსა (ICAO-ს კოდი UGKO) და შემდეგ აეროპორტებს შორის დაგეგმილ რეგულარულ რეისებზე:

  • რიგა (ICAO-ს კოდი EVRA);
  • კატოვიცე (ICAO-ს კოდი EPKT);
  • ვილნიუსი (ICAO-ს კოდი EYVI);
  • დორტმუნდი (ICAO-ს კოდი EDLW).

ცნობისთვის, საქართველოს ცა კორონავირუსის გავრცელების შემდეგ, 21 მარტს ჩაიკეტა. თავდაპირველად საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა პირველი ივლისიდან უნდა დაწყებულიყო, თუმცა, მთავრობამ რეგულარული ფრენების აღდგენა ჯერ პირველ აგვისტომდე, შემდეგ პირველ სექტემბრამდე, მოგვიანებით კი, პირველ ოქტომბრამდე გადაავადა. ბოლო გადავადება 1 ნოემბრამდე მოქმედებდა.