რეგულაციები რომ სრულდებოდეს, დღეს 2600 შემთხვევა ნამდვილად არ გვექნებოდა – გაბუნია

რეგულაციები რომ სრულდებოდეს, დღეს 2600 შემთხვევა ნამდვილად არ გვექნებოდა – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს წევრების ბრიფინგზე.

“რაც შეეხება რეგულაციების აღსრულებას, ყველა ვხედავთ, რომ ის რეგულაცია, რომელიც ფურცელზე არის განსაზღვრული და კანონმდებლობა მოითხოვს, ის რომ სრულდებოდეს, დღეს 2 600 შემთხვევა ნამდვილად არ გვექნებოდა. პასუხიმგებლობა ამ შემთხვევაში არის გაზიარებული, მონიტორინგი მნიშვნელოვანია და სახელმწიფო ინსტიტუციები მათი შესაძლებლობის ფარგლებში ამას ახორციელებენ, თუმცა დამრღვევის პასუხისმგებლობა არ არის მხოლოდ ის, რომ ჯარიმა გადაიხადოს და ამით მშვიდი სინდისით გააგრძელოს გართობა. ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა და სამოქალაქო პასუხისმგებლობა თუ სამთავრობო სექტორთან არ გაზიარდა, ვიქნებით მუდამ ამ რთულ მდგომარეობაში”, — თქვა მან.