“მქონდა ამბიცია, ენთუზიაზმი რომ მეც ჩავრთულიყვი პოლიტიკურ პროცესებში. მაშინ იყო ახალი მომხდარი ვარდების რევოლუცია, სტუდენტი ვიყავი პარიზში იმ დროს. წავედი ჩვენს საელჩოში საფრანგეთში და ხმა მივეცი მიხეილ სააკაშვილს. სხვათა შორის, მერე მოძღვარმა მითხრა, რომ შენ გირჩევ აღსარებაში თქვა, რომ დიდი შეცდომა დაუშვი, ვერ აცნობიერებ ჯერ რამხელა საფრთის მოტანა შეუძლია ამ ადამიანს ჩვენი ქვეყნისთვისო. ყველას გვინდოდა ცვლილება, უკეთესი მომავალი”

განაცხადა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იმედის ეთერში.