”რევოლუციური ცვლილებებია საჭირო, სწრაფად უნდა მოხდეს, რევოლუციურად სწრაფად უნდა შევცვალოთ ეს, სხვა შემთხვევაში, რუსეთის გუბერნია ვხდებით. ამიტომ, მესმის ამ ადამიანების პროტესტის და მეტიც, მოგიწოდებთ ყველას, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, სტუდენტებს, ეს ქვეყანა არის თქვენი. თქვენ უნდა იყოთ ამ ქვეყნის ბედის წამმართველებიც და მონაწილეებიც ამ ქვეყნის მშენებლობის. ნუ დაუთმობთ კოლექტიურ ოხანაშვილებს, კოლექტიურ კობახიძეებს, კრემლისტებს, პუტინისტებს, ღარიბაშვილებს, ივანიშვილს, ნუ დაუთმობთ ამ ქვეყანას. ეს ქვეყანა გეკუთვნით თქვენ.”

განაცხადა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა.