“რუსეთის არ ხსენება გავიგეთ, მაგრამ აფხაზეთი და ცხინვალი რომ ახსენოთ იმ რეზოლუციაში, ეგეც არ მოსულა?

ეგეც გააღიზიანებს?

ასეთ შემთხვევაში თუ არ ახსენებთ, აბა როდის ახსენებთ?

თქვენ თუ არ ახსენებთ, სხვები, ამერიკა, ევროპა, რატომ ახსენებენ?

ვაჩუქეთ?

მიმართავს პარტია “გირჩი – მეტი თავისუფლება” ქართულ ოცნებას, რომელმაც უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაში რუსეთი არ ახსენა. ოპოზიცია რეზოლუციას მხარს არ უჭერს.