რესტორნები 23:00 საათის ნაცვლად 22:00-ზე დაიხურება

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, რესტორნები 23:00 საათის ნაცვლად 22:00 საათზე დაიხურება.  პარალელურად გაგრძელდება კვების ობიექტების მიერ, დაწესებული რეგულაციების აღსრულების მკაცრი კონტროლი.

გარდა ამისა, 2 სექტემბერს ბათუმში დაგეგმილი საფეხბურთო მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება, კვლავ ძალაში რჩება ფესტივალების აკრძალვის შეზღუდვა.