“დღევანდელი პროვოკაციაც ადასტურებს, რომ ძალზე რთულია, ასეთ პროვოკაციებს პასუხი არ გასცე. ჩემთვისაც რთული იყო დღევანდელი პროვოკაციისა და შეურაცხყოფის მოთმენა, მით უმეტეს, კრიმინალის მხრიდან. საზოგადოებას ბოდიში მინდა მოვუხადო სიტყვებისთვის, რომელიც დღეს ჩემგან მოისმინა.

ამ ფონზე, კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო თითოეულ ჩვენს მხარდამჭერს, ჩვენი პარტიის წევრებსა და აქტივისტებს, მოთმინებით მიუდგნენ ნებისიერ ასეთ პროვოკაციას, ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ მშვიდი და მშვიდობიანი საარჩევნო გარემო. 2 ოქტომბერს ქართული ოცნება დამაჯერებლად გაიმარჯვებს, რის შემდეგაც კრიმინალები საბოლოოდ ჩამოშორდებიან პოლიტიკას”

განაცხადა ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ. მასსა და ნიკა მელიას შორის დღეს დაპირისპირება მოხდა.