რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი ზედმეტია, ვერ დავთმობთ გამარჯვებას – კობახიძე

ქართული ოცნების ერთ–ერთი ლიდერი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ხელისუფლება რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას არ აპირებს.

“ჩვენ მყარი პოზიცია გვაქვს ამ საკითხთან დაკავშირებით. ბუნებრივია, რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი ზედმეტია იმ პირობებში როდესაც საქართველოში შედგა არჩევნები და ეს არჩევნები არის საყოველთაოდ აღიარებული, როგორც თავისუფალი და კონკურენტული. ეს საკითხი ვერ იქნება ჩვენი მხრიდან განხილული”,– თქვა კობახიძემ რუსთავი 2–ის ეთერში.

მანვე აღნიშნა, რომ ქართული ოცნებამ გამარჯვებას ვერ დათმობს, რადგან ეს მილიონი ადამიანის გამარჯვებაა.

“ის გამარჯვება, რომელიც მოიპოვა “ქართულმა ოცნებამ”, არ ეკუთვნის მხოლოდ ჩვენს პარტიას, ეს გამარჯვება ეკუთვნის იმ მილიონამდე ადამიანს, რომელიც გამოცხადდა საარჩევნო უბნებში და მხარი დაუჭირა ქართულ ოცნებას და მის მიერ აღებულ კურსს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვერ დავთმობთ იმ გამარჯვებას, რომელიც მარტო ჩვენ არ გვეკუთვნის. ჩვენ ვერ დავთმობთ მილიონი ადამიანის გამარჯვებას”,– განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, ოპოზიცია არ აღიარებს 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს. პარტიები ხელახალი არჩევნებს ჩატარებას ითხოვენ.