რიგები საარჩევნო უბნებთან ნიშნავს მხოლოდ ერთს : ეს არის გადამწყვეტი არჩევნები – მარგველაშვილი

” რიგები საარჩევნო უბნებთან ნიშნავს მხოლოდ ერთს : ეს არის გადამწყვეტი არჩევნები “- ასე აფასებს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მრგველაშვილი, საარჩევნო უბნებთან არსებულ რიგებს. მარგველაშვილმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა და განაცხადა, რომ ეს არის გადამწყვეტი არჩევნები და საქართველოში ხელისუფლება კიდევ ერთხელ შეიცვლება მშვიდობიანი გზით. მისი თქმით, ამაზე მიუთითებს რიგები, რომლებიც საარჩევნო უბნებთანაა.

“საქართველოში ხელისუფლება შეიცვლება მშვიდობიანი გზით, ხალხის ნებით. ველოდები მრავალპარტიულ პარლამენტს, სადაც შედგება დებატები, კონკურენცია და ეს დებატები მოგვცემს შესაძლებლობას, საქართველოს მოქალაქეების ხმა ისმოდეს პარლამენტში და არა პოლიტიკური ინტრიგები. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, ახალი ცვლილება, რომლის შედეგადაც, უკვე მეორედ, საქართველოში ხელისუფლება შეიცვლება მშვიდობიანი არჩევნების გზით და დადგება ახალი პოლიტიკური რეალობა… ამას განაპირობებს ის რიგები, რასაც ჩვენ ვხედავთ საარჩევნო უბნებთან, ცვლილების ის ემოცია, რომელიც ჰაერშია. ეს არის გადამწყვეტი არჩევნებზე. დანარჩენი ყველაფერი კონსპირაციის თეორიებია, რომლებსაც მე სერიოზულად არ აღვიქვამ”, – განაცხადა მან.