შაბათი, 20 აპრილი , 2024, 18:03

რიგითი რუსია, უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ მოქმედებს – ზარქუა არახამიაზე

“ეს არის ჩვეულებრივი ერთი რიგითი რუსი, გეუბნებით პირდაპირ, რომელიც დაბადებულია სოჭი, რუსეთში, იქ არის გაზრდილი და დარწმუნებული ვარ ახლა არის უკრაინის მთავრობაში უკრაინის მთავრობაში, უკრაინული სახელმწიფოს და უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ მოქმედებს. ეს არის ჩემი შთაბეჭდილება ამ ადამიანზე, ეს ხელმოცარული და უსამშობლო ადამიანი ვინმეს თუ ჰგონია, რომ ქართველებზეა გადამკვდარი ან საქართველოს ინტერესებს იცავს, ტყუილია ბატონებო, ეს არის მორიგი, ეტყობა დაფინანსებული, მორიგი მცდელობა, რომ ააგორონ ისევ ჩვენი სახელმწიფოს და ქართველების წინააღმდეგ მორიგი პროვოკაცია”.

თქვა “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ რადაც ფრაქცია “ხალხის მსახურის” თავმჯდომარე დავით არახამიაზე.