“ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას, ბრძოლა არის აუცილებელი. შეგუება იმ ვითარებისადმი, რომელიც ქართულმა ოცნებამ ჩამოაყალიბა, ეს არის დანაშაულის ტოლფასი. ამიტომ, ამ ბრძოლას აქვს აზრი. რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ რიგმა ოპოზიციურმა პარტიებმა გამოხატეს მზადყოფნა, რომ გაერთიანებული კანდიდატი ვიყო ოპოზიციური პარტიების, ყველა ოპოზიციური პარტიის, შესაძლოა, არა, მაგრამ რიგი ოპოზიციური პარტიების. როდესც დავაზუსტებთ, შეხვედრების შემდგომ მოგახსენებთ ამ პარტიებთან დაკავშირებით”

ამბობს მუნიციპალურ არჩევნებზე რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატი, ბადრი ჯაფარიძე. “ლელო” ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციებს მართავს. ნაციონალური მოძრაობის ცნობით, პარტია იმსჯელებს ჯაფარიძის მხარდაჭერაზე. გახარიას პარტიის წარმომადგენლებისთვის თქმით, არ აპირებენ რუსთავში საკუთარი კანდიდატის დაყენებას, თუმცა მხარდაჭერის შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღიათ. “ლელო” ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციებს მართავს.