რიკოთზე, სოფელ ბორითთან მიკროავტობუსი ამობრუნდა – დაშავდა 2 მგზავრი

რიკოთის უღელტეხილზე, სოფელ ბორითთან მიკროავტობუსი ამობრუნდა. დაშავებულია 2 მგზავრი.

გავრცელებული ინფორმაციით, მიკროავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და დამცავ ჯებირს შეეჯახა, რასაც მისი ამობრუნება მოჰყვა.

შსს–ს განცხადებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.