რიონის ხეობაში აქციაზე 8 ადამიანი დავაკავეთ – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სოფელ გუმათში, ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზე 8 ადამიანი დააკავეს.

უწყების ცნობით, ისინი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული კანონდარღვევისთვის დააკავეს.

ამ წუთებშიც რიონის ხეობის მცველები სოფელ გუმათში აღმართულ რკინის ჯებირებს ხელებს ურტყამენ და ამით პროტესტს გამოხატავენ. ადგილზე პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მომიტინგეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ იმოქმედებენ მინიჭებული მანდატის ფარგლებში, რეაგირებას მოახდენს კანონდარღვევის ნებისმიერ ფაქტზე.