რკონის ხეობაში ხანძრის ლიკვიდაცია ვერ ხერხდება

ხანძრის ლიკვიდაცია ამ დრომდე ვერ ხერხდება რკონის ხეობაში. რკონის ხეობაში შერეული ტყის ქვედა საფარი, ბუჩქები და ხეები იწვის. კასპში ხანძარი დასახლებული პუნქტიდან 11 კილომეტრის დაშორებითაა. ადგილზე მობილიზებული არიან მეხანძრე-მაშველები და შესაბამისი ტექნიკა.

“11 კერაა დარჩენილი, ნაწილი ჩააქრეს, მუშაობენ მეხანძრე-მაშველები”, – ამბობს კასპის მერის წარმომადეგენელი, ჯემალ ბროლაძე.

მისივე ინფორმაციით, ხანძარი “არც ისე ახლოსაა” რკონის ისტორიულ სამონასტრო კომპლექსთან.