როგორია კახა კალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა – მერია განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერიის ინფორმაციით, მერს, კახა კალაძეს დამატებითი სამედიცინო კვლევები ჩაუტარდა.

მათი ცნობით, აუდიოლოგიის ეროვნული ცენტრის ნეიროოტოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფესორ ეკატერინე ხარხელის მიერ მას დაუდგინდა საბოლოო დიაგნოზი – იშემიური გენეზის კოხლეო-ვესტიბულური დისფუნქცია.

“დედაქალაქის მერი თავს უკეთ გრძნობს, მკურნალობის დინამიკა დადებითია.

კახა კალაძე აგრძელებს მკურნალობას კლინიკაში, მუშაობს დისტანციურად და მალე დაუბრუნდება ჩვეულ რეჟიმს”, – ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.

მისი მკურნალის ექიმის, ზურაბ ფაღავას ინფორმაციით, კალაძეს კვლევების პასუხების მიღებისთანავე გაწერენ.

“თავს კარგად გრძნობს, კვლევები და დაკვირვება გრძელდება, მაგრამ ყველაფერი ნორმალურადაა ამ ეტაპზე. როგორც კი იქნება კვლევის პასუხები, მაშინვე გავწერთ, იმიტომ რომ ზოგადად მისი მდგომარეობა სავსებით დამაკმაყოფილებელია”,– ამბობს ფაღავა.