როგორია ოპერატორის ჯანმრთელობის მდგომარეობა – გვარამიას განცხადება

მთავარი არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ამბობს, რომ პირველადი ინფორმაციით, აივნიდან გადმოგდებული ოპერატორის, ლევან აბლოთიას ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმე არ არის.

“ძალიან მძიმე მდგომარეობა საბედნიეროდ არ არის. როგორც ექიმები მეუბნებიან, აქ არ არის სამწუხაროდ მაღალი ხარისხის ტექნიკა, რომელიც ამას გადაიღებს, მაგრამ რა ხარისხიც აქ არის ამის შედეგად დადგინდა, რომ არის მენჯ-ბარძაყის მოტეხილობა და ნეკნებთან და ხელთან დაკავშირებით ამ ტექნიკით ჯერჯერობით არაფერი ჩანს. ძაან ბედნიერი ვარ ამის გამო. არის თუ არა ტვინის შერყევა და მუცლის ღრუში რამე, ესეც უნდა გადამოწმდეს უფრო ზუსტი ტექნოლოგიებით”,– აცხადებს გვარამია.

ცნობისთვის, მთავარი არხის განცხადებით, ქარელში მათი ოპერატორი ქართული ოცნების ოფისის მეორე სართულიდან გადმოაგდეს. მას სავარაუდოდ სხეულის მოტეხილობები აქვს და ქარელის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ქართული ოცნების მტკიცებით, ის აივნიდან თავად გადმოვარდა.