როგორი ამინდია მოსალოდნელი 1 ივლისამდე – გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგანტოს ინფორმაციით, 1 ივლისამდე დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შენარჩუნებული იქნება ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +26, +31 გრადუსი დაფიქსირდება.

სააგენტოს ცნობით, აღმოსავლეთ საქართველოში 26-27 ივნისს დროგამოშვებით იწვიმებს, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა ტემპერატურა +23, +28 გრადუსი იქნება. 28 ივნისს დღისით შედარებით გამოიდარებს, 1 ივლისამდე ხანმოკლე წვიმა მოსალოდნელია მხოლოდ ზოგიერთ რაიონში. ჰაერის ტემპერატურა +31 გრადუსამდე მოიმატებს.

თბილისში, შესაძლებელია, 26-28 ივნისს დროგამოშვებით იყოს ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +26, +28 გრადუსი დაფიქსირდება. 28 ივნისს დღისით გამოიდარებს და 1 ივლისამდე მცირე წვიმა, შესაძლოა, მხოლოდ ღამისა და საღამოს საათებში აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +31 გრადუსამდე მოიმატებს.