როგორი ამინდია მოსალოდნელი 27 ოქტომბრამდე – პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 23-26 ოქტომბერს საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი

ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +24, +29, აღმოსავლეთ საქართველოში +21, +26 გრადუსი იქნება.

მათივე ცნობით, თბილისში უნალექო ამინდი იქნება, ხოლო ტემპერატურა +24, +26 გრადუსი დაფიქსირდება.