როგორი ამინდი იქნება 13 იანვრამდე – პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 11-12 იანვარს საქართველოში ამინდი გაუარესდება. ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების გააქტიურება გამოიწვიოს.

„11-12 იანვარს საქართველოში (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში) მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, მაღალმთიან რაიონებში შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს“,-წერია სააგენტოს ინფორმაციაში.