როგორი ამინდი იქნება 19 მარტამდე – პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზით, 16-18 მარტს საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი მატება, დროგამოშვებით წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი, 18 მარტს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა.

“მთიან რეგიონებში ჰაერის ტემპერატურის მოსალოდნელი მატების შედეგად თოვლის ინტენსიურმა დნობამ და თანდართულმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, დასავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს”,– წერს სააგენტო.