როგორი ამინდი იქნება 6 ნოემბრამდე – პროგნოზი

3-5 ნოემბერს საქართველოს ზოგიერთ რაიონში ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა 3-5 ნოემბერს დასავლეთ საქართველოს დაბლობში +20, +25, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი +16, +21 გრადუსი იქნება.

6 ნოემბრიდან საქართველოში მოსალოდნელია შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, წვიმა, ზოგან ძლიერი, მაღალმთაში თოვლი. ჰაერის ტემპერატურა 4-5 გრადუსით დაიკლებს. თბილისში მოსალოდნელია მცირე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა 3-5 ნოემბერს +18, +20, ხოლო 6 ნოემბერს +15, +17 გრადუსი დაფიქსირდება.