“ხმა მომეცით, 30-ში მოდით, ნუ შეგეშინდებათ ამათი! ზეწოლა სულ არის, ყველა ერთად დავდგეთ. ჩემი გუნდი ჩვენს ხმებს სიცოცხლის უკანასკნელ წუთებამდე დაიცავს. მე მინდა საქართველო გამარჯვებული, გაბრწყინებული ვნახო. მე ვიქნები ყველა თქვენგანის მეგობარი მერი. ჩემი ტელეფონი, როგორც ექიმი ანზორ მელიას ტელეფონი სულ ჩართულია, ისე იქნება მერის ტელეფონი ჩართული. წარმატებებს გისურვებთ, გაიხარეთ!”

თქვა ზუგდიდის მერობის კანდიდატმა, ანზორ მელიამ ზუგდიდში მიმდინარე აქციაზე.