როგორც მოიქცევა ივანიშვილი 30 ოქტომბერს, რეაქციაც ადეკვატური იქნება – ნიკა მელია

” როგორც მოიქცევა ივანიშვილი 30 ოქტომბერს, რეაქციაც ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოებისგან ადეკვატური იქნება”- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ სასტუმრო „რუმსში” ამერიკის სენატის და საელჩოს წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„რა თქმა უნდა, შეხვედრაზე ყველა აქტუალურ საკითხზე იყო დეტალური საუბარი, როგორც არჩევნებზე, ასევე სააკაშვილის პატიმრობაზე და იმ ძალადობაზე, რომელსაც „ქართული ოცნება“ ყოველედღიურ რეჟიმში ახორციელებს. ვხედავთ, რომ პატიმარს უწყობს აქციას „ქართული ოცნება“ და მათ მიერ ორგანიზებული, მათთან მჭიდრო კავშირში მყოფი ადამიანები, სახელი და გვარებით იცნობს საზოგადოება. მორალური კოლაფსი განიცადა „ქართულმა ოცებამ“, როდესაც პატიმარს აქციას უწყობენ. თუ ვცდები მითხარით, ან თუ გაგიგიათ და გინახავთ კი ბატონო, შეიძლება დაგეთანხმოთ, მაგრამ არც თქვენ არ გაგიგიათ და გსმენიათ მსგავსი სისაძაგლე. „ქართულმა ოცნებამ“ უნდა იცოდეს და გაიზაროს ის მოცემულობა, რომელშიც ისინი აღმოჩნდნენ. მთელი საერთაშორისო საზოგადოება ძალიან დიდი ყურადღებით და გამადიდებელი შუშით აკვირდება მათ ყოველ ნაბიჯს. როგორც მოიქცევა ბიძინა ივანიშვილი 30 ოქტომბერს, რეაქციაც ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოებისგან იქნება ადეკვატური და სრულად შესაბამისი. აპირებს ბიძინა ივანიშვილი იძალადოს? ეს მას ძალიან ძვირი ფასის გადახდად დაუჯდება“ , – განაცხადა მელიამ