როგორ გამოიყენებოდა ნოვოფედოროვკის სამხედრო აეროდრომი

რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ყირიმში, სამხედრო აეროდრომის ტერიტორიაზე ათზე მეტი აფეთქება მოხდა. სასწავლო– საწვრთნელი კომპლექსი “ნიტკა“ და საბრძოლო მასალების საწყობი იყო განთავსებული. აეროდრომი ქალაქების – საკის და ნოვოფედოროვკის სიახლოვეს მდებარეობს.

კომპლექს “ნიტკაში“ ხდება ავიამზიდებზე აფრენა–დაფრენის დამუშავება. 2014 წლამდე აეროდრომზე უკრაინის სამხედრო ავიაციის სამხედრო ნაწილი იყო განთავსებული.
ნოვოფედოროვსკიდან უკრაინული შეიარაღებული ძალების პოზიციებამდე ხერსონის ოლქში 200–ზე მეტი კილომეტრია. ჯერჯერობით არ გავრცელებულა ინფორმაცია ოფიციალურად დასავლეთის მხრიდან უკრაინისთვის ამ მანძილის სიშორის რაკეტების მიწოდების შესახებ.

აფეთქების შემდეგ ნოვოფედოროვკაში საცობები წარმოიქმნა: ტურისტები სასწრაფო წესით სოფლის დატოვებას ცდილობდნენ.

წინასწარი ინფორმაციით ტურისტებს შორის არავინ დაშავებულა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის ტუროპერატორების ასოციაცია ავრცელებს. მათი თქმით, აფეთქება საკურორტო ზონიდან შორს მოხდა.

თუმცა, სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეოები მოწმობს, რომ პლაჟებზე მყოფმა ტურისტებმა ცხადად და გარკვევით დაინახეს სამხედრო ავიაბაზაზე მომხდარი აფეთქება.

ახალგაზრდა ექსპერტთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე და ანალიტიკოსი, რუსლან შავაძე აცხადებს, რომ ნოვოფედოროვკას სამხედრო ავიაბაზა ერთ-ერთ ყველაზე მსხვილია ოკუპირებულ ყირიმში სადაც განთავსებული იყო როგორც საფრონტო ბომბდამშენები, საარმიო ავიაცია და ასევე ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები რომლებსაც რუსების სახმელეთო მიზნებისათვის იყენებდნენ.

  • აღნიშნული ავიაბაზა ქალქ ნიკოლაევიდან 300 კმ მეტი დაშორიებით მდებარეობს, რაც იმას ნიშნავს რომ ეს შესაძლოა რუსების მორიგი რაკტების გაშვების ეგრეთ წოდებული Fail Start-ის შედეგად გამოწვეული აფეთქებებია, რადგან აქედან ბომბავდნენ P-800 Oniks-ისა და K-3000P Bastion-ის ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებით ოდესისა და ხერსონის ოლქებს, ან კიდევ უკრაინამ ნამდვილად მიიღო MGM-140 ATACMS ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტები რომლის საცეცხლე დაფარვის რადიუსი 300 კილომეტრია… ნოვოფედოროვკას სამხედრო ავიაბაზა ერთ-ერთ ყველაზე მსხვილია ოკუპირებულ ყირიმში სადაც განთავსებული იყო როგორც საფრონტო ბომბდამშენები, საარმიო ავიაცია და ასევე ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები რომლებსაც რუსების სახმელეთო მიზნებისათვის იყენებდნენ, აფეთქებების მასშტაბებიდან გამომდინარე თუ ვისმჯელებთ რამდენიმე მილიონი და რუსული ოცნება უკრაინის დაპყრობის შესახებ ჰაერში გაიფანტა…” – აცხაედბს რუსლან შავაძე. 

ყირიმში სამხედრო აეროდრომზე აფეთქებები მოხდა