როგორ დააკომპლექტა გახარიამ მთავრობა – პარლამენტს ახალი შემადგენლობა წარედგინა

გიორგი გახარიამ მთავრობა დააკომპლექტა და საქართველოს პარლამენტს ახალი შემადგენლობა წარუდგინა. პრემიერ–მინისტრმა მინისტრთა კაბინეტი უცვლელი დატოვა, გარდა იუსტიციის მინისტრისა. ამ პოსტს თეა წულუკიანის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე დაიკავებს.

დოკუმენტი პარლამენტის საორგანიზაციო დეპარატამენტში შევიდა. მის დამტკიცებას 76 დეპუტატის თანხმობა სჭირდება.

მინისტრების შემადგენლობა ასეთია:

  • განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო – მიხეილ ჩხენკელი;
  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო – ლევან დავითაშვილი;
  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო – ნათელა თურნავა;
  • თავდაცვის სამინისტრო – ირაკლი ღარიბაშვილი.
  • იუსტიციის სამინისტრო – გოჩა ლორთქიფანიძე;
  • ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო – ეკატერინე ტიკარაძე;
  • რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო – მაია ცქიტიშვილი;
  • საგარეო საქმეთა სამინისტრო – დავით ზალკალიანი;
  • ფინანსთა სამინისტრო – ივანე მაჭავარიანი;
  • შინაგან საქმეთა სამინისტრო – ვახტანგ გომელაური;
  • შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი – თეა ახვლედიანი.