როგორ უნდა მოვიქცეთ ნაღდი ფულის გამოყენებისას – რეკომენდაციები

“როგორ ჩავუტაროთ დეზინფექცია ნაღდ ფულს?” – ამის შესახებ რეკომენდაციებს, დაავადებათა კონტროლი ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე იძლევა.

„საქართველოს ეროვნული ბანკი და ბანკები დეზინფექციას დიდი ხანია აკეთებენ. აქ საუბარია არა ბანკომატიდან აღებულ ფულზე, არამედ იმაზე, ხელიდან ხელში რომ ადამიანი ადამიანს ფულს მისცემს.

ხელიდან ხელში გადაცემული ნებისმიერი ნივთი შეიძლება იყოს საფრთხის შემცველი. ამიტომაც შეეხება ყველა ჩვენი რეკომენდაცია სიფრთხილეს. ეს რეკომენდაცია ყველა ნივთს ეხება.

ინდივიდუალურ პირობებშიც შესაძლებელია ნაღდი ფულის შემთხვევაში, სადეზინფექციო ხსნარების ან იგივე ცხელი უთოს გამოყენება, ეფექტური იქნება“,- განაცხადა პაატა იმნაძემ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ჰიგიენის რეკომენდაციები:

ბანკნოტებისა და მონეტების გამოყენების შემდეგ, კვების პროდუქტებთან შეხების წინ გულდასმით დაიბანეთ ხელები.
ბანკნოტებთან და მონეტებთან კონტაქტის შემდეგ, ხელის დაბანის გარეშე, არ შეეხოთ სახეს (თვალები, ცხვირი, პირი).
შესაძლებლობის მიხედვით, გამოიყენეთ უნაღდო ანგარიშსწორება, უკონტაქტო და მობილური გადახდები.
შესაძლებლობის მიხედვით, აირჩიეთ დისტანციური საბანკო მომსახურება.
კომპანიებმა გაყიდვის წერტილებში პერიოდულად გაუკეთეთ დეზინფექცია პოსტერმინალის ზედაპირს.

ცნობისთვის, საქართველოში დაინფიცირებულებიდან 7 ადამიანი როვნული ბანკის წარმომადგენელია.