როცა რესურსი არ გაგაჩნია და ეს ამოწურვადია, უნდა ჩაკეტო – რატიანი

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი ლევან რატიანი აცხადებს, რომ “მკაცრ ჩაკეტვებზე” უნდა ვიფიქროთ.

“კორონას დღეს მთელი სამყარო “ტერორში ჰყავს”. არის ერთადერთი გამოსავალი, რომ ფსიქოლოგიური ტერორი ავიცილოთ – ადამიანებს დადებითი განწყობა უნდა შევუქმნათ.

არ ვიცი, დამეთანხმებიან თუ არა სხვები. როცა რესურსი არ გაგაჩნია და ეს ამოწურვადია ნებისმიერ შემთხვევაში, ალბათ უნდა გააკეთო ცოტა სხვა რაღაც და ეს არის, რაც ვიცით დღეს – ჯაჭვის წყვეტა, ეს არის ჩაკეტვა”, – თქვა ლევან რატიანმა რუსთავი 2-ის ეთერში.