“როდის გადადგებით?” – ჟურნალისტების კითხვა ღარიბაშვილმა უპასუხოდ დატოვა

პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტების კითხვა, თუ  როდის დატოვებს თანამდებობას, კვლავ უპასუხოდ დატოვა.  ჟურნალისტებმა ღარიბაშვილს ეს კითხვა ბათუმში, საერთაშორისო კონფერენციის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე დაუსვეს. მან პასუხის გაცემას თავი რამდენჯერმე აარიდა, თუმცა მას შემდეგ, რაც მედიის წარმომადგენლებმა უთხრეს, რომ მასთან მხოლოდ ეს შეკითხვა აქვთ, პრემიერმა პრესკონფერენცია შეწყვიტა და ტრიბუნა დატოვა.